ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება - საშუალო სკოლა ,,ლამპარი“ მოსწავლეებს სთავაზობს შემდეგი სახის ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას:
1. I-IX კლასებში დამატებითი საგნის სტატუსით ისწავლება რელიგიის ისტორია და კულტურა.
საგნის შესწავლის მიზანია:
ა) რწმენის თავისუფლება;
ბ) თითოეულ ადამიანს შედგენილი ჰქონდეს უფლება, იყოს ნებისმიერი რელიგიური მრწამსის მიმდევარი;
გ) ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს შორის ურთიერთპატივისცემისა და შემწყნარებლობის დამკვიდრებაში; მოსწავლეთა აღზრდას რწმენის თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპებზე.
დ) მოსწავლის ინფორმირებას სხვადასხვა რელიგიური ტრადიციების, კულტურასა და ისტორიაში;
2010-2011 სასწავლო წელს რელიგიის ისტორიასა და კულტურაში მოსწავლეთა ცოდნა შეფასდება ჩათვლების სისტემით. საგნის სწავლებისთვის გამოყენებული იქნება შემდეგი სასწავლო მასალა:
რ. თვარაძის რელიგიის ისტორია და კულტურა, ი. გოგებაშვილის ,,დედაენა“ , ,,შენ თვითონ წაიკითხე ჩემო პატარავ“ , გაზეთი ,,ალილუია“, ,,სათნოებათა გვირგვინი“, ,,წმინდანთა ცხოვრება“, ნ.ყუბანეიშვილის ,,ძველი აღთქმის საღვთო ისტორია “
2. მოსწავლეთა ინტერესებისა და ნიჭის განვითარებისთვის, აგრეთვე თავისუფალი დროის გონივრულად დაგეგმისთვის სკოლაში შექმნილია:
ქართული ხალხური ცეკვების შემსწავლელი ფასიანი წრე, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ადრეულ პროფესიულ ორიენტაციას, ბავშვის ნიჭიერების სრულად გამოვლენას და სწორი მიმართულების განვითარებას.
3. უფასო ეკოლოგიური წრე, რომლის მიზანია:
· ბუნებისადმი სათუთი დამოკიდებულების გრძნობის გამომუშავება;
· ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების შესწავლა;
· დევიზით ,,არ გავაჭუჭყიანოთ გარემო“-პროპაგანდა და პრაკტუკულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
4. გახანგრძლივებული სწავლების უფასო წრე. წრის მიზანია ,,საშინაო დავალების საათის“ განხორციელება.
| მოსწავლეთა შეფასების სტრატეგიული გეგმა |  |
| სკოლა ლამპარის ბიბლიოთეკა |  |